პარლამენტი სექტემბრიდან უკეთესი აკუსტიკით დაიწყებს მუშაობას – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს რომ პარლამენტი სექტემბრიდან უკეთესი აკუსტიკითდაიწყებს მუშაობას. მისი თქმით, კედლებზე გასაკრავია სპეციალური მასალა, რაც დარბაზს ხმაურისგან დაიცავს. 

“სამუშაოებს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება შეუძლებელი იქნება. სამუშაოები ივლისში დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. საშემოდგომო სესიას უკეთესი აკუსტიკით დავიწყებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტის თბილისში გადმოსვლამდე, სასესიო დარბაზში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მაგრამ არც ერთ ღონისძიებას აკუსტიკასთანდაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.