პარლამენტში ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს

პარლამენტში დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატ რევაზ არველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს.

მომხსენებლის თქმით, უნდა დაიხვეწოს მარეგულირებელი კომისიის წევრად არჩევის კრიტერიუმები. კანონპროქტის მიხედვით, კომისიის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება.

კომისიის ორი წევრი სავალდებულოა იყოს პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი გაზმომარაგების სპეციალისტი და ერთი წყალმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების გარდა ერთი წევრი შესაძლოა იყოს პროფესიით ეკონომისტი ან იურისტი.

კანონპროქტით, კომისიის წევრის შერჩევის კრიტერიუმებმა, რომელიც კანდიდატების ათწლიან სამუშაო გამოცდილებას ითვალისწინებს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატების უმრავლესობის მოსაზრებით გამოცდილების მოთხოვნამ 5 წლამდე დაიწია.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.