პარლამენტში პლენარული სხდომა ჩხუბით დაიწყო

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პლენარული სხდომა ჩხუბით დაიწყო.  დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა.   

ოპოზიცია ითხოვდა დღის წესრიგში დამდგარიყო შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის ენელე ხოშტარიას ინიციატივას მხარი დაუჭირა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ოპოზიციის მოთხოვნა ადგილიდან გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ისინი ერთმანეთს ადგილიდან უყვირიან. ნიკა მელიამ და შოთა ხაბარელმა ერთმანეთისკენ მიკროფონებით გაიწიეს.

პლენარული სხდომა ამ დროისთვის შეწყვეტილია. მანდატურები ნიკა მელიასდარბაზიდან გაყვანას ცდილობენ.  

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.