“პასუხებს ვითხოვთ საჯაროდ და სასწრაფოდ! ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია”

ხორავაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ უზუსტობებზე წერს, რომელიც ამ საქმის გამოძიებაშია:

„1. რატომ არ აქვს ოჯახს წვდომა სრულად საქმის მასალებზე, საიდანაც გაირკვევა, თუ როგორ აღწერს სპეცრაზმელი უშუალოდ როგორ ცდილობდა ხელყუმბარის გააქტიურებას თემირლანი, რის გამოც იძულებული გახდა ესროლა;

2. რატომ არ აქვს მალხაზს სტატუსი, რატომ არ ცნობენ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ამ დრომდე;

3. სროლის შემდგომ 3 საათის განმავლობაში რა სამართლებრივი საფუძვლით იყო სუსი თემირლანის ოთახში ყოველგვარი მოწმეების გარეშე და მთელი ამ დროის განმავლობაში რატომ ჰყავდათ ოჯახის წევრები გამოკეტილი.

4. რატომ დამალეს დღემდე ტელეფონი და რატომ არ ქონდა ოჯახს პასუხი არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ მიმდინარეობდა ექსპერტიზა ამერიკაში, იქნებ ოჯახსაც ქონდა სურვილი დაესვა კითხვები და საპირისპირო ემტკიცებინათ, რატომ აკეთებენ ყველაფერს ერთპიროვნულად და რატომ არის გარიყული ამ პროცესში თემირლანის მხარე?

5.და მთავარი.რატო არ წაუყენეს ბრალი თემირლანს თუ ტერორისტი იყო?

კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმის მიღმა!!“- წერს ზაზა სარალიძე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.