პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის სკოლებში “თავდაცვა და უსაფრთხოებას” შეასწავლიან

ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის, მომზადდა ახალი არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ამის შესახებ “აიპრესს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამავდროულად, გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და მასწავლებლის გზამკვლევი. თავად თავდაცვის სამინისტრომ კი მოამზადა საგნის სახელმძღვანელო.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ. პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება (მონიტორინგი)”, – აცხადებენ სამინისტროში.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.