პენსი: დაზვერვის მასალების გავრცელებასთან დაკავშირებული პირები დაისჯებიან

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი პირობას დებს, რომ ცენტარლური დაზვერვის სააგენტოს მასალების გავრცელებასთან დაკავშირებული პირები გამოვლინდებიან და პასუხისგებაში მიეცემიან. “სკანდალური WikiLeaks-ის  ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ავტორის დასადგენად ვაშინგტონი მზად არის ყველა აუცილებელი ზომა მიიღოს.”- ამის შესახებ ვიცეპრეზიდენტმა მაიკლ პენსმა Foxnews-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაციის გაჟონვა ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა. WikiLeaks-მა შეერთებული შტატების დაზვერვის მიერ გამოყენებულ კიბერმეთოდებზე ახალი ინფორმაცია 7 მარტს გაავრცელა. სკანდალური ვებ ვერდი იუწყება, რომ ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ჰაკერულ არსენალზე კონტროლი ნაწილობრივ დაკარგა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების ავთენტურობა ბოლომდე დადასტურებული ჯერჯერობით არ არის.

ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ (CIA) Wikileaks-ზე მასალების გაჟონვის ფაქტის გამოძიება დაიწყეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, გამოძიება ფედერალურ დონეზე დაიწყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ CIA-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს შეიტყო და მას შემდეგ “დამნაშავეს” უწყების დაქირავებულ თანამშრომლებს შორის ეძებს.

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: