პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი ვიდეოების ავთენტურობა დაადასტურა

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოზეფ გრადიშერმა დაადასტურა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 3 ვიდეო აშშ-ის სამხედროებმა გადაიღეს. ამის შესახებ The Black Vault-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვიდეოები ჯგუფ Blink-182-ს ყოფილი ვოკალისტის, ტომ დელონგის ორგანიზაციამ To the Stars Academy of Arts and Sciences (TTSA) გამოაქვეყნა, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლით არის დაკავებული. ორგანიზაციაში ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოები აშშ-ის სამხედროებმა გადაიღეს.

რგოლები 2004 და 2015 წლებშია გადაღებული. მათზე ჩანს თუ როგორ ასრულებენ ამოუცნობი ობიექტები თვითმფრინავების, დრონებისა და სხვა ტექნიკისთვის შეუძლებელ მანევრებს.

ამერიკული მედიის ცნობით, ვიდეომასალა TTSA-ს პენტაგონის ყოფილმა თანამშრომელმა გადასცა. უწყებაში ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა გრადიშერმა განმარტა, რომ იმის მტკიცება, თითქოს ეს ობიექტები უცხოპლანეტელებს ეკუთვნის, არ შეიძლება. სამხედროები მსგავს ობიექტებს „ამოუცნობ საჰაერო მოვლენებს“ უწოდებენ, რითაც ხაზს უსვამენ იმას, რომ ვიდეოებზე შესაძლოა შეუსწავლელი ატმოსფერული ფენომენები იყოს აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.