„პირდაღებული და გაშტერებული აგერ ვზივარ იუსტიციის შესასვლელში და მეტირება“

ES Dent ადმინისტრატორი ნინო ჭიღიტაშვილი Facebook-ის პირად გვერდზესტატუსს აქვეყნებს :

ეს რა ხდება, ეს რა ფასებია იუსტიციაში, ხალხი არავის ეცოდება? ხელი რომ გააწერო- 45 ლარი ღირსო, გვარი რომ შეიცვალო-55 ღირსო, დაჩქარების ფასებზე ხომ ლაპარაკიც არღირს…საბჭოთა დროიდან არეულია ჩემი საბუთები.
ქალბატონო თეა წულუკიანი, ჩემო მთავრობა,მე სიმსივნის 4 სტადიით დაავადებულმა, სოციალურადდაუცველმა(ქულა 2000), მეორე ჯგუფის ინვალიდმა საიდან უნდა მოვიტანო ეს თანხები, რომ მივიღოიუსტიციის უწყების მომსახურება, როგორც ამ ქვეყნის სრულუფლებიანმა მოქალაქემ?!
მე ამას ვერასოდეს შევძლებ და ესე იგი…….
პირდაღებული და გაშტერებული აგერ ვზივარ იუსტიციის შესასვლელში და მეტირება, ისე მწარედმაგრძნობინეთ არასრულფასოვნება–ეს უკვე ჩიხია, გამოდით მაღალჩინოსნები და მიპასუხეთ-ჩემნაირებმა რავქნათ?!

“ალია”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.