პირველად ისტორიაში, მარსზე გაგზავნილმა აპარატმა, პლანეტის ზედაპირზე ხმოვანი ბგერები ჩაიწერა

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) განაცხადა, რომ მარსზე 10 დღის წინ გაგზავნილმა აპარატმა InSight, დედამიწაზე პირველი აუდიოჩანაწერი გამოგზავნა, რომელშიც ქარის მსგავსი ხმა ისმის.

NASA-ს სპეციალისტი ბრიუს ბანერდტი აცხადებს, რომ მარსზე გაგზავნილ აპარატს, რაიმე სახის ხმის ჩაწერის შესახებ დავალება არ ჰქონია, თუმცა აღნიშნული აუდიოჩანაწერი მართლაც მეტყველებს იმაზე, რომ მარსზე შესაძლოა ბგერითი ხმების არსებობდეს. ამასთან, აღნიშნული ხმა იმდენად დაბალი ჟღერადობის არის, რომ ადამიანი მას ვერ გაიგებს, თუმცა, როგორც ჩანს, მისი დაფიქსირება ამერიკული აპარატის ლოკატორებმა შეძლეს.

NASA აგრეთვე იუწყება, რომ მარსზე აპირებენ დაამონტაჟონ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პლანეტის ზედაპირზე არსებული ვიბრაციის შესწავლა.

მარსის შესწავლის პროექტს NASA ახორცილებს პარტნიორებთან – დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, შვეიცარიასთან, ესპანეთთან და პოლონეთთან ერთად.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.