პირველად მსოფლიოს ისტორიაში, ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვმა პატარა ბავშვების რიცხვს გადააჭარბა

ავტორი: გურიის მოამბე

2018 წელს, პირველად მსოფლიოს ისტორიაში, ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვმა პატარა ბავშვების რიცხვს გადააჭარბა.

გაეროს ინფორმაციით დღეისთვის მსოფლიოში გაცილებთ მეტი 65 წელზე დიდი ასაკის ადამიანი ცხოვრობს (705 მილიონი), ვიდრე 5 წლამდე ბავშვი (680 მილიონი). ექსპერტების აზრით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2050 წლისთვის მსოფლიოში ერთ ხუთწლამდელ ბავშვზე ორი სამოცდახუთ წელს გადაცილებული ადამიანი მოვა.

დემოგრაფებმა ეს ტენდენცია დიდი ხანი შენიშნეს – მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ და უფრო ნაკლები შვილები ჰყავთ. მათი აზრით ამის გამო რთული იქნება მსოფლიო საზოგადოებრიობის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნება, რადგან ქვეყნებს გაუჭირდებათ მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1960 წელს შობადობის კოეფიციენტი შეადგენდა ერთ ქალზე 5 ბავშვს, ხოლო 2018-სთვის – 2,3 ბავშვს შეადგენს. ამასთან, სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 53 წელს ზემოთ იყო, ხოლო 2018-სთვის 72 წელია.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ მსოფლიოს უფრო და უფრო მეტი რესურსი სჭირდება, მათ შორის საპენსიო სისტემასა და ჯანდაცვაზე.

ეს პრობლემა მძაფრად დგას განვითარებულ ქვეყნებში – ის შობადობა გაცილებით ნაკლებია, რადგან ეკონომიკა განვითარებულია, ბავშვთა სიკვდილიანობა – ნაკლები, შობადობის კონტროლი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხოლო ბავშვების აღზრდა და მოვლა ძვირი ჯდება, ქალები გვიან თხოვდებიან და შესაბამისად, ცოტა ბავშვებს აჩენენ. ამის მაგალითია იაპონია – იქ სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი იქ 84 წელია, შესაბამისად. 65+ ადამიანთა რიცხვი იქ 27%-ია ხოლო 5 წლამდე ბავშვთა – 3.85. ასევე იაპონიაში ყველაზე მაღალია საპენსიო ასაკიც 65-70 წელი.

ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ მარალ შობადობა მსოფლიოს ღარიბ ქვენებშია, სადაც ასევე მაღალია ჩვილთა სიკვდილიანობა. მაგალითად ნიგერში ერთ ქალზე 7 ბავშვი მოდის, მაგრამ 1000 დან 84 ბავშვი კვდება.

გაეროსა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით 65 წელს გადაცილებულთა წილი ასეთია: იაპონია – 27%, იტალია – 23%. ევროკავშირი – 19,7%, აშშ – 15,4%, რუსეთი – 14,1%, ჩინეთი – 10,6% (აკრძალვის გამო აქ შობადობის კოეფიციენტი 1,6-ია), ბრაზილია – 8,5%, თურქეთი – 8,15%, ინდოეთი – 5,9%, ახლო აღმოსავლეთი/ჩრდილოეთ აფრიკა – 4,9%, დანარჩენი აფრიკა – 3%.

დემოგრაფები აცხადებენ, რომ მოსახლეობის რაოდენობის შესანარჩუნებლად შობადობის კოეფიციენტი 2,1 მაინც უნდა იყოს, ხოლო იქ, სადაც ბავშთა სიკვდილიანობა მაღალია – 2,3 მაინც.

გაეროს მონაცემებით, ქვეყნების მხოლოდ ნახევარზე მეტი – 113 აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მონაცემებით საქართველოში შობადობის კოეფიციენტი 2-ს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტების გათვლებით, 2024 წლისთვის მსოფლიოშ 8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. ამასთან, ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა განვითარების დონის მიუხედავად, მოსახლეობა იკლებს. რისკის ქვეშაა რუსეთიც – იქ შობადობის კოეფიციენტი 1,75-ია, რასაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოსახლეობის მკვეთრი შემცირება მოჰყვება და 2050-თვის 11 მილიონით მოიკლებს.

მოსახლეობის შემცირება და დაბერება უპირველეს ყოვლისა ეკონომიკაზე იმოქმედებს. მცირდება მომსახურე ადამიანთა რიცხვი, მცირდება პროდუქტიყლობა და შესაბამისად ნელდება ეკონომიკური ზრდის ტემპი. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, იმავე იაპონიაში 30-40 წლის შემდეგ ეკონომიკა შეიძლება 25%-ით შემდირდეს.

“მოსახლეობის დაბერება და შემცირება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე იმოქმედებს,” – აცხადებს ოქსფორდის “მოსახლეობის დაბერების ინსტიტუტის” დირექტორი ჯორჯ ლისონი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისა და შობადობის ამაღლების პოლიტიკის გარდა, აუცილებელია როგორც ბავშვთა ასევე ხანდაზმულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. განსაკიუთრებით იმ ქვეყნებში სადაც ხანდაზმულები მატულობს, სახელმწიფო მათ ჯანმრთელოვბაზე და შრომისუნარიანობის შენარჩუნებაზე უნდა ზრუნავდეს, რაც ასევე სამედიცინო ხარჯების შემცირებასაც გამოიწვევს.

ფაქრი ერთია, განგაშის ზარი უფრო და უფრო ხმამაღლა ჟღერს. შეისმენენ კი მას მთავრობები…

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.