პირველად საქართველოში – დიდი საერთაშორისო ასპარეზობა ღია წყალზე ცურვაში

ჰენრი კუპრაშვილი ფეისბუქზე წერს: “თბილისის მერიის დიდი საჩუქარი მოცურავეებს!!! 

<3
პირველად საქართველოში ტარდება დიდი საერთაშორისო ასპარეზობა ღია წყალზე ცურვაში „თბილისის ცურვის ფესტივალი“ (დისტანციები: 7 და 3 კმ, 1852 მ. (1 საზღვაო მილი), 1000 მ. და სხვ). ასევე, შეჯიბრებები გაიმართება აუზზეც 50 თ/ყ , 100 თ/ყ, 400 თ/ყ, ამანათცურვა 4×50 თ/ყ და ძალიან საინტერესო შეჯიბრება 30 წუთი ანუ ამ დროში ვინ რამდენი მეტრის გაცურვას მოასწრებს.
21-22 სექტემბერს შეჯიბრებას მასპინძლობს თბილისის ზღვა.
უცხოელებისაგან განსხვავებით ქართველებისათვის რეგისტრაცია შეღავათიან ფასებშია და ცალკე ვებგვერდია გამოყოფილი (იქ ზოგიერთი სიტყვა შევიცარიელებმა რუსულ ენაზე აურიეს, ჯერ-ჯერობით ტექნიკურად ვერ ჩაასწორეს). არ უნდა შეგეშალოთ და უცხოელების ვებგვერდზე არ უნდა შეხვიდეთ.
რეგისტრაციისათვის შედით ბმულზე: http://reg.place/events/tbilisi-swim-festival…

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.