პირველად 19 წლის მანძილზე რუსეთმა შეამცირა სამხედრო ხარჯები

1998 წლის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხარჯები 2017 წელს პირველად შემცირდა – ნათქვანია მშვიდობის პრობლემების შესწავლის სტოკჰოლმის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაში.

შემცირება აღმოჩნდა არც თუ ისე მცირე და ფორმალური – 2017 წელს კრემლმა ჯარის შენახვაზე 66,3 მლრდ. დოლარი დახარჯა, რაც 20% ნაკლებია ვიდრე 2016-ში.

„შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია კვლაც რჩება რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო სამხედრო ბიუჯეტი მკვეტრად შემცირდა,“  –  ამბობს SIPRI უფროსი მეცნიერი მუშაკი სიმონ ვეზემანი.

ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ 2017 წელს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში სამხედრო ხარჯები პირიქით, გაიზარდა 12% და 1,7%-ით –  პირველ რიგში რუსული საფრთხის გამო.

„ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა სამხედრო ხარჯების გაზრდა. ნატოში შემავალი 29 სახელმწიფოს ჯამურმა სამხედრო დანახარჯებმა შეადგინა 900 მლრდ. ევრო – ეს არის მთლიანი მსოფლიო დანახარების 52%“ – ნათქვამია კვლევაში.

ექსპერტების აზრით,  სამხედრო ხარჯების შემცირება რუსეთში აღმოჩნდა ყველაზე მასშტაბური მსოფლიოში 2017 წელს, ხოლო ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსურდა ჩინეთში – 12 მლრდ. დოლარით.

SIPRI აღნიშნავს, რომ აშშ კვლავ რჩება სამხედრო ხარჯების მხრივ უპირობო ლიდერად მსოფლიოში.

„2017 წელს აშშ-ს სამხედრო ხარჯები აღენატებოდა შემდედი 7უმსხვილესი სამხედრო ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯამურ დანახრჯებს. 2017 წელს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი არ შეცვლილა, და ის შეადგენს 610 მლრდ. დოლარს“  – ნათქვანია მოხსენებაში.

2017 წლის დეკემბერში პუტინმა განაცხადა რომ 2018 წელს თავდაცვით მიზნებზე დაიხარჯება 2,8 ტრლნ., დოლარი, ანუ, 46 მლრდ. დოლარი – რაც ასევე ნიშნავს შესამჩნევ კლებას 2017 წლის 66,3 მლრდ.-თან შედარებით.

წყარო: rbc.ru

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.