პირველი ქართველი Oceanman-ზე შედგა. ოქროს მედალთან ერთად ქალაქ ლოზანას სპეციალური თასი წარწერით “ჰენრი კუპრაშვილი – უნიკალური მოცურავე ადამიანი დელფინი” (ფოტოკოლაჟი)

პირველი ქართველი Oceanman-ზე შედგა. ოქროს მედალთან ერთად ქალაქ ლოზანას სპეციალური თასი წარწერით “ჰენრი კუპრაშვილი – უნიკალური მოცურავე ადამიანი დელფინი”.

უშუალოდ ასაკობრივ ჯგუფში, გაცურვაში 31 ქვეყანის 170 ოუშენმენი იღებდა მონაწილეობას.

ქართველი Oceanman-ის მსოფლიო ჩემპიონატში პირველი ასპარეზობა.
ლეგენდარული ქართველი მოცურავე, მსოფლიო სრუტეთა ახალი, უნიკალური კოლხური წესით გადაცურვის ფუძემდებელი, დარდანელის გმირი ჰენრი კუპრაშვილი ოფიციალურად მიიწვიეს.
Oceanman-ის მსოფლიო ჩემპიონატის შვეიცარიის ეტაპზე ასპარეზობა. ღია წყალზე მოცურავე მსოფლიო გრანდებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 73 წლის პროფესორმა იცურავა (3.2 კმ.) 8 სექტემბერს. შეჯიბრება გაიმართა ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია). ყველა ხარჯს (რეგისტრაცია, ბილეთი, სასტუმრო და სხვ.) დაფარა ასპარეზობის ორგანიზატორმა მხარემ.
ღია წყალზე მოცურავეთათვის Oceanman (ოკეანის კაცი) არის IRONMAN-ის (რკინის კაცი – 3.86 კმ ცურვა, 180.25 კმ. ველოსიპედი, 42.2 კმ. სირბილი) ანალოგი.
ჰენრი კუპრაშვილი არის პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც ამ უაღრესად პრესტიჟულ ასპარეზობაში მიიღო მონაწილეობა და ასაკობრივ ჯგუფში ოქროს მედალიც დაისაკუთარა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.