“პირველი შემთხვევაა, როდესაც ივანიშვილმა რეალობას გაუსწორა თვალი და დაინახა, რომ ნდობა მის მიმართ აღარ არსებობს” – ანი მიროტაძე

შენების მოძრაობის წევრი, ანი მიროტაძე, ბიძინა ივანიშვილის მიმართვას “შეშინებული ლიდერის გამოსვლად” აფასებს.

ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირველად გაუსწორა რეალობას თვალი.

„მე ვფიქრობ, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ივანიშვილმა რეალობას გაუსწორა თვალი და დაინახა, რომ ის გადაჭარბებული ნდობა, რომელიც მას ეგონა, რომ ჰქონდა, ჯერ კიდევ 6 წლის თავზე უბრალოდ აღარ არსებობს,“ – განაცხადა ანი მიროტაძემ და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციამ ბიძინა ივანიშვილი “შეაშინა და დააბნია”.

ანი მიროტაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აჰყვა ქართული ოცნების წევრების პანიკას, რომ, თუ კი პრეზიდენტის თანამდებობას დაკარგავს მმართველი გუნდი,  მაშინ ისინი დაკარგავენ თანამდებობებს. მიროტაძე ამბობს, რომ ოცნების დეპუტატების ეს პანიკა გასაგებია და სწორედ.

ანი მიროტაძის თქმით, ხდება რეგიონებში სახელისუფლებო რესურსის მობილიზება და დაშინება ხალხის, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურებს. საუბარია სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულ პირებზე, რომელთა აღრიცხვასაც ახდენენ ადგილობრივი ჩინოვნიკები.

ანი მიროტაძე არჩევნებში ქართული ოცნების ზონდერების მობილიზებაზეც საუბრობს. მისი თქმით, მაგალითისთვის სოფელ ხრეითში არის სკოლის დირექტორი, მიხეილ ლაშხი, რომელიც აშინებს ხალხს და ემუქრება სამსახურიდან დათხოვნით თუ არ დაუჭერს ოცნების  კანდიდატს მხარს.

“რუსთავი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.