პოლიტიკა სამსჯავროზე: ვახტანგ VI-ის პოლიტიკა

24 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისმულტიდისციპლინური პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ფარგლებში გაიმართება მე-6 იმიტირებული სასამართლო პროცესი. სამსჯავროზეა

 ვახტანგ VI-ის მიერ განხორციელებულიპოლიტიკა, რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს! ამის გარკვევასსამსჯავროზე შეეცდება ნახევარფინალში გასული 2 გუნდი, ბრალდების მხარე „მაატი“ და დაცვისმხარე „ბლიცკრიგი“. პროცესი დიდ ინტერესს იწვევს, რადგან სამსჯავროზეა წარმოებული პოლიტიკაცნობილი ქართველი პოლიტიკური ფიგურისა, ვახტანგ VI-სი: ქართლის მეფის, იგივე, ჰუსეინ ყული-ხანის, შაჰის მიერ ირანის ჯარების სპასალარად და ქართლის პროვინციის ოფიციალურმმართველად დანიშნული მუსლიმანი მოხელის, ყოველივე ქართულის პატრიოტი სახელმწიფო-საზოგადოებრივი მოღვაწის, პოეტის, მთარგმნელის, ისტორიკოსის, მეცნიერის, ქართული სტამბისდამარსებლის, რუსთველოლოგიის პიონერის; კანონთა წიგნის, „დასტურლამალის“ და სხვ. შემოქმედის.

ბრალდების მხარე, გუნდი „მაატი’’:

მარიამ ნოზაძე (სტუ, კაპიტანი);

ლევან გიგაია (თსუ);

ნიკოლოზ კრაწაშვილი (თსუ);

მაია სირაბიძე (სტუ);

ანასტასია ყოჩიაშვილი (სტუ);

გვანცა წახნაკია (სტუ);

გიორგი ხარატიშვილი (სეუ).

გუნდის მენტორები: პროფ. მანანა დარჩაშვილი- პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობებისმიმართულებით; პროფ. ნინო ნიშნიანიძე – სამართლის მიმართულებით. გუნდს ბრალდების მასტერკლასი ჩაუტარა – პროკურორმა ირაკლი მინაშვილმა

დაცვისმხარე,  გუნდი ,,ბლიცკრიგი’’:

ზაირა ბრეგვაძე (საბაუნი,კაპიტანი);

ანა გაბეხაძე (ილიაუნი);

ანა ელიაძე (სტუ);

ელენე კალანდაძე (სტუ);

ეთერი ნიკიფოროვა (სტუ);

გიორგი პიტიურიშვილი (სტუ);

დავით ქანთარია (თსუ).

გუნდის მენტორები: პროფ. ავთანდილ სონღულაშვილი – პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; პროფ. მარიამ ჯიქია – სამართლის მიმართულებით. გუნდს დაცვის მასტერკლასი ჩაუტარა  – ადვოკატმა ნინო ხუნაშვილმა

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულებად სტუ-ს პროფესორების გარდა მოწვეულნი არიან ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური და მთავარი საჯარო თანამდებობის პირები, საპარლამენტო ლეგიტიმაციის მქონე პარტიების წარმომადგენლები და სხვ. მაგალითად, მე-6 სამსჯავროზე იქნებიან: ზაზა ბიბილაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ი. ჭავჭავაძის სახ. ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელი; ნინო ბურჯანაძე – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე; საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი; შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი; თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიისა „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“; ჯემალ გახოკიძე – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ს სენატის თავმჯდომარე. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი; გიორგი კადელაკი – პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“; იგორ კვესელავა – სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ჰენრი კუპრაშვილი – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი; პაატა მხეიძე – „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე; დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკური მოძრაობის „შენების მოძრაობა“ ლიდერი. სასამართლოს თავმჯდომარეა ირაკლი გაბისონია – სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, პროექტის თანახელმძღვანელი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონაია:

პროექტმა „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ნამდვილად გაამართლა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ აშკარად გაზრდილია სტუდენტების დაინტერესება, აქტიურობა  და ჩართულობა სასწავლო და სამეცნიერო კვლევით პროცესში. პროექტმა ხელი შეუწყო სტუდენტებში პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, სახელმწიფოებრივი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, მოლაპარაკებების ხელოვნების დაუფლებას, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლების, დებატების, სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის და კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

პროექტის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი:

პროექტი ღირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწავლების სხვადასხვა საფეხურისა და სპეციალობების სტუდენტები ერთობლივად გადიან კურსს, რომელიც მოიცავს სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების სასწავლო-სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკული სინთეზის საფუძველზე, ცნობილი პოლიტიკური ფიგურებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის კვლევას და შედეგების იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე განხილვას.

იმიტირებული სამსჯავრო შედგება 2019 წლის 24 აპრილს, 13 საათზე. გიორგი ნიკოლაძის დარბაზში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი (სააკაძის მოედანი).

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.