„პოლიტიკა სამსჯავროზე“ – გამარჯვებული პროექტი გამარჯვებისთვის დაბადებული ახალგაზრდებისთვის (ფოტო)

„პირველი სეზონის შეჯამებისას მახსენდება ჩემი პირველი სამსჯავრო, ძალიან დაძაბული და საინტერესო. შემდგეგ სასკოლო ფორმატი. მთავარი – ჩემი საამაყო გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები. დაბოლოს, ფინალური რაუნდის გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც დიდი სიყვარულით ვულოცავ.  ამ პროექტმა ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა და პოლიტიკის ახლებური შეფასების უნარიც გამომიმუშავა, რისთვისაც დიდი მადლობა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს,  ჩვენს საოცარ ლექტორებს, თითოეულ მონაწილეს, მენტორს. შევხვდებით შემდეგ სეზონზე მეტი შემართებით. ჩემი უდიდესი პატივისცემა ნინო ოდიშელიძეს, რომელმაც თავი არ დაზოგა უმაღლესი ხარისხისთვის“ – ანა ტაკაშვილი.
„პოლიტიკა სამსჯავროზე“ – ამ პროექტში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა –  საუკეთესო ფაკულტეტის საუკეთესო პროექტი”
„არ ვიცი საიდან დავიწყო, რადგან ბევრი რამაა, რისი თქმაც მსურს თქვენთვის, პირველ რიგში,  მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს ბატონ ირაკლი გაბისონიას და ბატონ ჰენრი კუპრაშვილს, რომელიც გახლდათ ამ პროექტის იდეის ავტორი და დამფუძნებელი, ასევე პროექტის ორგანიზატორს  ქალბატონ ნინო ოდიშელიძეს, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და ყველა საკითხის გარშემო გვაძლევდა რჩევა-დარიგებებს.  ეს ის პროექტია, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სულიერად აღმამაღლა, თუმცა არ იქნებოდა ეს ყოველივე, რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენი საუკეთესო მენტორები ბატონი ლევან ოსიძე, ქალბატონი ნანა ხარაძე, ქალბატონი მაიკო ჯუღაშვილი და ირინა მიქავა, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს და დიდი ცოდნა გაგვიზიარეს. და რა თქმა უნდა, ჩემს N1 გუნდის წევრებს, რომლებმაც პროექტი მეტად სახალისო და მეგობრული გახადეს, აგრეთვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჟიურის წევრს, რომ იყვნენ ობიექტურები და სამართლიანები. ამ პროექტმა ჩემი პიროვნება მეტად გაზარდა და სხვაგვარი ხედვა შემძინა ამ სფეროში,ბედნიერი ვარ რომ მომეცა შანსი ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი“ – მარი წეველიძე.
ეს არის იმ სტუდენტებისა და მოსწავლეების  შეფასებები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს საინტერესო მულტი და ინტერდისციპლინური პროექტში – „პიოლიტიკა სამსჯავროზე“ და რომლის პირველი ეტაპი დასრულდა –  ეს არის პროექტი, რომელიც, მიუხედავად არსებობის ერთი სეზონისა, სტუდენტებს შორის პოპულარული გახდა.
„ტრადიციული ლექცია- სემინარი, თანამედროვე მოცემულობაში ვეღარ მუშაობს სათანადოდ, ეფექტური აღარაა. ვეცადეთ განგვეხორციელებია პროექტი, რაც სწავლას უფრო საინტერესოს გახდიდა და ამასთანავე წინ წამოწეული იქნებოდა ეროვნული ინტერესების  დაცვა.
სამწუხარო რეალობაა – სახელმწიფო ინტერესებზე წინ პირადი და პარტიული ინტერესები დგას, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მომავალი თაობისათვის შეგვექმნა სათანადო ბაზა, რათა მათ სახელმწიფო ინტერესებზე მეტი ეფიქრათ – აი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პროექტი, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც სტუდენტები, ისე სკოლის მოსწავლეები. 
ჩვენი მთავარი მიმართულება იყო არა პოლიტიკოსების გასამართლება, არამედ, მათ მიერ გატარებული პოლიტიკა რამდენად შეესაბამებოდა ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს. სტუდენტები როცა ერთობლივად მსჯელობენ პრობლემაზე, სხვა შედეგი დგება, ვიდრე  ცალკეულ შემთხვევაში, ამიტომ  პროექტში ჩართული იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, სკოლების მოსწავლეები. საოცარი ჯგუფები შეიქმნა. ერთად იმუშავეს, იმსჯელეს, გაიმარჯვეს.
საქართველოსთვის იზრდებიან ეს ბავშვები, პროექტმა დაამეგობრა, დააახლოვა. აი, მაგალითად,  დეკანმა კაპიტნები დააჯილდოვა სტიპენდიით და რაკი, ერთ-ერთი გამარჯვებული კაპიტანი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტია, მას ვერ მისცეს სტიპენდია. გამარჯვებულმა კაპიტანმა, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ზაირა ბრეგვაძემ განაცხადა, რომ მისი ჯგუფის წარმომადგენელს, რომელიც სტუ-ის სტუდენტია გადაეცეს ეს სტიპენდია. აი, ეს არის საქართველო, ეს არის საქართველოს მომავალი“ – აღნიშნა „პროგრესნიუსთან“ საუბრისას პროექტის იდეის ავტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ჰენრი კუპრაშვილმა.
სწავლების სხვადასხვა საფეხურისა და სპეციალობების სტუდენტების ერთობლივი სასწავლო კურსი – „პოლიტიკა სამსჯავროზე“ – მოიცავს სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების თეორიულ-პრაქტიკული სინთეზის საფუძველზე, ცნობილი პოლიტიკური ფიგურების (პოლიტიკური პარტიების) მიერ წარმოებული პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის სასწავლო-სამეცნიერო კვლევას და მისი შედეგების იმიტირებულ სამსჯავროზე შეჯამებას.
ჟიურის მიერ შეფასდა სტუდენტური გუნდის მიერ ჩატარებული კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები: ანალიზი, წყაროების მოძიება (არქივები, დოკუმენტები, ლიტერატურა…), სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების კრიტერიუმებისა და პარამეტრების მყარად არგუმენტირება, სასამართლო პროცესზე მონაწილეობის უნარ-ჩვევა, საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნება, ქცევისა და ურთიერთობის ეთიკა, გუნდურობა და სხვა.
ხაზგასმით: ჟიურის მიერ არ ფასდება პოლიტიკოსი, ფასდება მხოლოდ მის მიერ გატარებული პოლიტიკა. პროექტი, მისი მიზნები და ამოცანები სრულიად გამორიცხავს პოლიტიკურ-პარტიულ პროცესებთან პიროვნული თუ ორგანიზაციული სახით რაიმე შეხებას. პროექტი მოიცავს მხოლოდ წმინდა წყლის სასწავლო-სამეცნიერო კვლევით პროცესს, რომლის შედეგებიც ჯამდება იმიტირებულ სასამართლო პროცესზე. აქ არ ხდება გათვალისწინება პოლიტიკური ფიგურისადმი სტუდენტისა და მენტორის პირადი სიმპათია-ანტიპათიის. რომელიმე პოლიტიკოსის დაცვა იქნება თუ ბრალდება ამას სტუდენტი (გუნდი) არ ირჩევს, რაც კენჭისყრით მოუწევს იმ კუთხით უნდა იმუშაოს და წარმოაჩინოს თავი.
ჟიურიში საპარლამენტო ლეგიტიმაციის, როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილნი.
„ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო-კვლევითმა სასწავლო პროცესმა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მომავალ სასწავლო წელს, პროექტში, საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლა ჩავრთოთ. პროექტში წარმოდგენილი იქნება სამენოვანი – ქართული, რუსული, ინგლისური – ჯგუფები, რაც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ პროექტში შესაბამისი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ეს კი, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ იმ უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის, რომლებიც პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, იქნება ერთგვარი პრაქტიკა, რაც ცოდნის ამაღლებას, ისტორიული ფაქტების სხვა თვალით შეფასებას გულისხმობს – აცხადებს ჰენრი კუპრაშვილი – 8 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტი და ინტერდისციპლინური პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ფარგლებში გაიმართა მე-7 ფინალური იმიტირებული სამსჯავრო და ამით დასრულდა პროექტის პირველი სეზონი, გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ, ჟიურის წევრებმა. მადლობა პროექტში ჩართულ ყველა სტუდენტს, მენტორებსა და ჟიურის წევრებს“.

გამარჯვებულები, სტუდენტები: ანა ნაკაშია – კაპიტანი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის III კურსის  სტუდენტი; პეტრე გელაშვილი – სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტურის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის I კურსის  სტუდენტი; სოფიკო დარჩია- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სამართლის სპეციალობის IV კურსის   სტუდენტი; ლუკა ლუარსაბიშვილი – სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის I კურსის  სტუდენტი; მერაბ ტაკაშვილი – სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სამართლის სპეციალობის II კურსის  სტუდენტი; ნანა ქათამაძე – სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის IV კურსის  სტუდენტი; ანა წინამძღვრიშვილი – სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის III კურსის  სტუდენტი;
მენტორები: პოლიტიკისა და საერთაშორი ურთიერთობების მიმართულებით – პროფესორი ეკა ბუხრაშვილი, ედიშერ გვენეტაძე, ვაჟა შუბითიძე; სამართლის მიმართულებით – პროფესორი გიორგი გორაძე.
ბრალდებისმხარე, გუნდი ,,მთავარი“: ანი გოგოძე (კაპიტანი); მარიამ ლუაშვილი; ნატალი ავსაჯანიშვილი; გიორგი ღონღაძე; სანდრო ალავერდაშვილი; ალექსანდრე ელიზბარაშვილი; თეონა კვაჭანტირაძე. მენტორები: პროფ. გიორგი ჩხიკვიშვილი – პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; პროფ. მაკა ტყებუჩავა – სამართლის მიმართულებით. სტუდენტი მენტორი – ანა ტაკაშვილი.
დაცვის მხარე, გუნდი ,,ლიბრა“: მარიამ წეველიძე (კაპიტანი); ქეთევან დურგლიშვილი; თამარ კაპანაძე; თამარ კალანდია; ანა ლაზაშვილი;  შოთა მშვენიერაძე; დათო ჩხობაძე. გუნდის მენტორები: პროფ. ლევან ოსიძე – პოლიტიკისა და საერთაშორისო  ურთიერთობების მიმართულებით; პროფ. ნანა ხარაძე -სამართლის მიმართულებით; სტუდენტი მენტორი:ირინა მიქავა.
პირველი სეზონის პოლიტიკის იმიტირებული სამსჯავროს რუსულენოვანი მიმართულების გამარჯვებული გუნდი: ბრალდების მხარე, გუნდი „PRAXIDICA“: ივანე ღლონტი (კაპიტანი); სპარტაკ ბეკვერია;  ჟაინა დადაევა;  ლიანა დიასამიძე; მირანდა დიასამიძე; ალექსანდრა ზამულა; გიუნელ კარამოვა; თინა მერზანტოვა; ალინა სვანიძე; თეა ღვალაძე; გიორგი ხიჯაკაძე.  მენტორები: პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით: პროფ. პროფ. ემილია ალავერდოვი,ვაჟა გურგენიძე, ლევან ოსიძე. სამართლის მიმართულებით: პროფ. ზურაბ მელქაძე.

PROGRESSNEWS.GE

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.