პოლიციის უფროსი გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა-აჭარის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის სკანდალური განცხადება (ვიდეო)

პოლიციის უფროსი ჩვენგან გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა,“ – ეს განცხადება ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, გია ხალვაშმა, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” საუბრისას გააკეთა. გია ხალვაშმა ბათუმში საპატრულო პოლიციის სამმართველოში არსებულ ვითარებასა და იმ წინაპირობაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას წინ უძღოდა. პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ კახა ბუხრაძემ პირველი დავალება, რაც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გასცა, ჯარიმების გამკაცრებას უკავშირდებოდა. გია ხალვაში ყოფილ უფროსს ზეწოლაშიც ადანაშაულებს.

„არანაირი ტოლერანტობა, არანაირი პრევენცია. უნდა მომხდარიყო ანუ ელემენტარული თუ ითვალისწინებდა 50-ლარიან საჯარიმო ქვითარს, ის არ უნდა გაგვეთვალისწინებინა და უნდა გაგვეთვალისწინებინა 200-ლარიანი,“ – განაცხადა გია ხალვაშმა.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.