პრაღაში დღეს აბაშიძე – კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში დღეს კარასინს შეხვდება. აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან შეხვედრაზე დააყენებს საკითხს რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული საკითხები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„შევეხებით ჩვენ 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ, შევეცდებით გავარკვიოთ მათი პოზიცია. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ დეკემბერში გააფორმა კონტრაქტი, შვეიცარიულ კომპანიასთან, დავაზუსტებთ რუსეთის პოზიციას. იქ არის კითხვები და შევეცდებით მოვისმინოთ, რა აქვთ მხედველობაში. ჩვენი მხრიდან ყოველთვის კეთდება აქცენტი იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.