პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღეს აღნიშნავენ, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება – რატომ უმალავს პრეზიდენტი კონსტიტუციის აღნიშვნის დღეს მედიას?

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ -მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიულ დოკუმენტები და ფოტომასალა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.