“პრეზიდენტი, რომელმაც ზუსტად იცის როგორ ესაუბროს ხვადაგ რუსს”

დასაბომბად გაშვებული ამერიკული რაკეტების ჩამოსაგდებად მოემზადოს, ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“რუსეთი პირობას იძლევა, რომ სირიისკენ გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. რუსეთო მოემზადე, იმიტომ რომ ისინი მოფრინდებიან-კარგები, ახლები, ჭკვიანები! თქვენ გაზით მკვლელი მხეცების პარტნიორები არ უნდა იყოთ, რომლებიც კლავენ ხალხს და ამით სიამოვნებას იღებენ.” წერს ტრამპი

პრეზიდენტის დღევანდელ პოსტს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული გამოეხმაურა და ტრამპს თანამედროვეობის პრეზიდენტი უწოდა, რომელმაც კარგად იცის როგორ უნდა ესაუბროს რუსს:

“თანამედროვეობის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ზუსტად იცის როგორ ესაუბროს ხვადაგ რუსს.
მალე გამოჩნდება, რომ პუტინის ორსახოვანი სურვილი, ერთდროულად მილიარდერი დენდიც იყოს და მანიაკი სტალინიც, სრული აბსურდია.
სწორედ ამიტომ ამყოფებს საკუთარ ქვეყანას საოცარ სიდუხჭირეში, ძარცვავს, აუბედურებს, რადგან ეშინია რომ რიგითი რუსებიც გაიგებენ ნორმალური სიცოცხლის გემოს და მერე კარგად დაფიქრდებიან, სანამ საფლავში წასვლას ისურვებენ, თუნდაც მთელ პლანეტასთან ერთად. პუტინის გაქსუებულ გარემოცვას ძალიან უყვარს საკუთარი თავი და ტკბილი ცხოვრება. ამიტომ, თუ ჩიხში შეგდებული ბოსი თუნდაც გაიფიქრებს მსოფლიო კატასტროფის მოწყობას, მანამ ცხელ ტყვიას მიიღებს გვერდით მდგომი შეთქმულისაგან.
როგორც ჩანს თავად პუტინს დაავიწყდა ცნობილი რუსული ანდაზა თევზის ჭამასა და უხერხულად ჩამოჯდომას შორის არსებულ გამოუვალ არჩევანზე” … წერს გურული.

წყარო: guriismoambe.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.