პრემიერი: თვითმმართველობას მეტი ფინანსური რესურსი უნდა ჰქონდეს – მეტროსადგურის მშენებლობისთვის თუ ხელფასების გაათმაგებისთვის პრემიერო?

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა.

“უთანასწორობის პრობლემამ ხალხს აიძულა თავიანთი სოფლები დატოვონ და წავიდნენ ქალაქში, ბევრმა მათგანმა ქვეყანა დატოვა. ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტია რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა აღმოვფხვრათ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი შეფასებით, 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი წინ გადადგმული ნაბიჯია.

“სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი ღერძი და ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს რეფორმის შემდგომი ნაბიჯები.

დღეს, ჩვენ წარმოგიდგენთ დეცენტარალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანიც არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე.

ჩვენი ხედვა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პირველი ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება;
მეორე – თვითმმართველობას, მეტი ეფექტიანობისთვის, უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი,და ამ ფინანსური რესურსის თანდათანობით გადანაწულება. და მესამე – თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ეს მოგცვემს სრულიად სხვა შედეგს თვითმმართველობაში. რასაკვირველია, ეს კომპლექსური სამუშაოა და მას, სათანადო რესურსი და დრო სჭირდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.