პრემიერი: რუსეთი არის აგრესორი და მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მოვისმინე, რომ რუსეთმა აგრესია 2008 წელს განახორციელა. ბევრი არ საუბრობს 90-იან წლებზე.” – განაცხადა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია 90-იანი წლიბიდან დაიწყო, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

“მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების 90-იანი წლების დასაწყისშივე. მაშინ როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეფასება.

რა თქმა უნდა რუსეთი არის აგრესორი მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. კიდევ ერთხელ მსურს განვმეორდე, რომ მათ აქვთ აღებული ვალდებულება 2008 წლის ცეცცხლის შექყვეტის ხელშეკრულების მიხედვით. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რომ გაიყვანონ თავიანთ სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ისევე როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო შეთანხმება.”-განაცხადა პრემიერმა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.