პრემიერი: სამწუხაროდ, პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა

სამწუხაროდ “ქართული ოცნება” გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, როგორც ინსტიტუცია ვერ ჩამოყალიბდა – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოშიდაგეგმილი ცვლილებების მიზეზებზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, ცვლილებები აუცილებელია. განცხადებით, ის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აუცილებლად იქნება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარტიის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარედ არჩევა.

„ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ დღემდე, თვითონ პარტიას, როგორც ინსტიტუცია “ქართული ოცნება” ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ვერ მოემზადა.

ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი,“ -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.