პრემიერი: “ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერები ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ – ვის გულისხმობს პრემიერი და ვინ არიან ეს ლიდერები?

ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტის განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

“გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეფასება არ არის. “ქართული ოცნება” მმართველი პოლიტიკური ძალაა, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი პარტიიდან რამდენიმე ლიდერი დაასახელოთ, რომელიც ნებისმიერ არჩევნებში ძალიან ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს. ჩვენ შიდა კონსულტაციები გვაქვს და როგორც ეს დადგენილია კანონმდებლობით, ჩვენს პოზიციას ვიტყვით და დავაფიქსირებთ. “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური ლიდერები არიან, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” პრეზიდენტობის კანდიდატს ვერ ასახელებს, რაც მისივე თქმით  პოლიტიკური კურიოზია.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.