პრემიერი ცრუობს!

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, იმის მტკიცება, რომ  ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც ბახტაძემ განმარტა, 2018 წლიდან შეიცვლა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა ახალი მიდგომა. სწორედ  ამან განაპირობა, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის ზრდა დაფიქსირდა.

აღნიშნული საკითხის შეფასება  „კომერსანტს“ სურდა ექსპერტებისგან მოესმინა, თუმცა, ვამჯობინეთ ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების მოსაზრება დავაფიქსიროთ და ცალსახად ვთქვათ, რომ   90-იანი წლების შემდეგ  საქართველოში, განსაკუთრებით, კი თბილისში, კრიმინალი,  ასე თავისუფლად გამოხატული არასოდეს  ყოფილა.

ჩვენ არ გვაქვს აქცენტი კრიმინალის რაოდენობის  სტატისტიკაზე, შემცირდა თუ   გაიზარდა, რადგან  დანაშაული, მთელს მსოფლიოში, ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება. აქ საუბარია იმაზე, თუ, რამდენად გადმოინაცვლა  დანაშაულმა ფარული არეალიდან ღია არეალში. დანაშაული იმდენად ხელშესახები გახდა, რომ ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე ხდება.  დღეს მძიმე დანაშაულების ჩადენა  დედაქალაქის მთავარ გამზირებზე გაცილებით მარტივია.

დანაშაულს მთელს მსოფლიოში ჩადიან, თუმცა, პრემიერი ვერ დაგვისახელებს თუნდაც,  ევროპის რომელიმე დედაქალაქს, სადაც ბანკებს, მაღაზიებს თუ სხვადასხვა ობიექტებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იარაღით ხელში სისტემატურად აყაჩაღებდნენ. თუ არ ჩავთვლით ტერორისტულ აქტებს, რაც საერთოდ სხვა შემთხვევაა.

რას ნიშნავს პრემიერის სიტყვები, იმას, რომ  თურმე საქართველოში სისტემატურად  ხდებოდა ბანკის ფილიალების დაყაჩაღება, პატრულის ეკიპაჟებს ცეცხლს უხსნიდნენ, პეკინზე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე ხშირად აყაჩაღებდნენ ლომბარდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, აჰყავდათ მძევლები და სალაროდან ფული მიჰქონდათ?

იქნებ გვითხრას პრემიერმა იარაღით  ბოლოს როდის ახსოვს პეკინზე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე  შეირაღებული ადამიანი, იქნებ შეგვახსენოს თბილისის მთავარ გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ბანკი ან მაღაზია როდის დააყაჩაღეს?

მართალია, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სტატისტიკის ზრდა დათვლის მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ გამოიწვია, მაგრამ ფაქტებიც მეტყველებენ, რომ კრიმინალი ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იზრდება. არსებული ვითარების გამო ქვეყანაში კერძო სექტორიც დაუცველი გახდა და ბიზნესი სულ უფრო აქტიურად საუბრობს, რომ პრობლემები აქვს. თავს დაცულად აღარ გრძნობს, რის გამოც ხშირად საქმიანობის გაგრძელების აზრსაც ვერ ხედავს.

შესაბამისად, მაშინ როდესაც გაზრდილი კრიმინალი ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას აფერხებს, თბილისშიც და მთლიან საქართველოშიც, ბიზნესის დაყაჩაღების ასობით ფაქტი მაინც ფიქსირდება:

საქართველოსბანკისა“ და „თიბისიბანკის“ ფილიალი,  „ჯეოსელის“ ოფისისვოჩისმაღაზია,  მაღაზიათაქსელი „ბეკო“, ტექნობუმი“, „ორინაბიჯი“, „მეგატექნიკა“ – ესიმობიექტებისარასრულიჩამონათვალიარომელიცძალიანხშირადკრიმინალისადადაყაჩაღებისობიექტიხდებაროგორცწესიგამოძიებაუმეტესშემთხვევაშიარსრულდებადადამნაშავეცდაუსჯელიხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, 2017 წელთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოში 53 637 დანაშაული აღრიცხეს. აქედან 18 467 (34%) გახსნეს. წინა წლის ამავე პერიოდში კი, ქვეყანაში 33 931 დანაშაული დარეგისტრირდა. გახსნილია – 18371 (54%).

2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის 123.68%-ით – დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 100.29%-ით – დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 253.63%-ით – დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ, 61.76%-ით – დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ,81.75%-ით – დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო 26.47%-ით – დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

„კომერსანტი“

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.