„პრემიერს ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა – აზრზე მოდიო“

გია ხუხაშვილი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე წერს:

„პრემიერის განცხადებაში მთავარი პრობლემა შინაარსი კი არ არის, რომელიც ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას არა. პრობლემა იმაშია, რომ პრემიერის ნებისმიერი განცხადება რაღაც შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. შედეგი კი ასეთია – ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა აზრზე მოდიო. შიგნით ვიღაცამ აგინა, ვიღაცამ გული მოიფხანა. თუ ვინმე ამას დამაკმაყოფილებელ შედეგად აღიქვამს და პოლიტიკას ეძახის, ეს უკვე მისი პრობლემაა.“

წყარო: alia.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.