პროდუქტები, რომლებიც გასულ წელს ყველაზე მეტად გაძვირდა

დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,7% შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით, რაც 2,2 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (21,3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6,1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20,8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,5 პროცენტით, რაც 1,12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (36,6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რაც 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (15,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (6,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,8 პროცენტი).

bm.ge

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.