პროდუქტზე კიდევ 15%-ით გაძვირდება, 2.92-იანი კურსი არანაირი შეღავათი არ არის – ივა ჭყონია

სავაჭრო ქსელებში პროდუქციაზე ფასების მატება სექტემბრის პირველი ნახევრიდან აისახება. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ლარის კურსის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა და საწვავის ფასის მატება დაასახელა. პირველ ეტაპზე კი გარკვეულ პროდუქციაზე ფასი 5-15%-ით მოიმატებს.

„2.92 კურსი არანაირ ამინდს არ ქმნის. სექტემბრის პირველ ნახევარში ნახავთ რადიკალურად შეცვლილ სურათს. ფასების სწრაფი გაძვირება პირველადი მოხმარების პროდუქტებზე არ მოხდება, რაც იმპორტირებულია, მათზე მალევე აისახება დოლარის ცვლილება, დაახლოებით 2 კვირიდან 1 თვემდე. სრულყოფილად ასახული იქნება სექტემბრის პირველ ნახევარში”. – განაცხადა  ჭყონიამ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.