“პროვინციალურ თეატრში დადგმული სპექტაკლი… უხარისხო რეჟისორი, უხარისხო მსახიობები”

პროვინციალურ თეატრში დადგმული უხარისხო დრამატურგია- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატობას და ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ. ხუხაშვილის თქმით, სალომე ზურაბუშვილი მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების რესურსმა გახადა, რის შემდეგაც ის “ქართული ოცნების ძალიან აგრესიული აქტივისტი იყო”:

“ეს ყველაფერი რასაც ვუყურებ, ძალიან მაგონებს პროვინციალურ თეატრში დადგმულ სპექტაკლს. უხარისხო დარამატურგიაა, უხარისხო რეჟისორი, უხარისხო მსახიობები და სხვა გასართობი არ არის იმ სოფელში და დადიან და უყურებენ კოჭლი ოტელო როგორ ახრჩობს ყოველდღე მსუქნ დეზდემონას. ასეთ ასოციაციებს იწვევს ჩემში და ვცდილობ ამას იუმორით შევხედო ” განაცხადა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” საუბრისას.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.