„პუტინის თაობის“ 53% რუსეთიდან წასვლაზე ფიქრობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მმართველობისას გაზრდილი თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსეთის დატოვებაზე ფიქრობს.

“ლევადის”, რუსული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის ბოლო კვლევით ირკვევა, რომ 18-24 წლის რუსეთის მოქალაქეების 53% რუსეთიდან ემიგრირებას ისურვებდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია. მხოლოდ მაისის შემდეგ, მაჩვენებელი 16 პროცენტითაა გაზრდილი.

რუსი ახალგაზრდების განწყობები, ემიგრაციაზე. "ლევადა ცენტრი"
რუსი ახალგაზრდების განწყობები, ემიგრაციაზე. “ლევადა ცენტრი”

კვლევის ფარგლებში, 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, სხვადასხვა ასაკის 1 601 ადამიანი გამოიკითხა. თაობების მიხედვით, ემიგრაციის მიმართ განწყობები განსხვავებულია.

გამოკითხულთა შორის, 25 – 39 წლის ასაკის რუსეთის მოქალაქეების 30 % ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებას ისურვებდა. 40-54 წლის ადამიანებში, რუსეთის დატოვების სურვილი 19 % – მა გამოთქვა. მაისში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგები, ამ შემთვევაშიც გაზრდილია – 7 და 5 %-ით.

ცოტა ხნის წინ, იმავე ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ, სიმპათიით, მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტია განწყობილი. ეს მაჩვენებელი, 2017 წლის მონაცემებთან სედარებით, 8 პროცენტითაა შემცირებული. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 18%, 2013 წელს დაფიქსირდა.

amerikiskhma.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.