პუტინმა საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა – კუნთების თამაში თუ დაშინების მცდელობა?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცენტრალურ სამხედრო ოლქში ბრძოლის მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა,–იუწყება რუსული მედია. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით,  შემოწმება მიმართულია „არმიის მზადყოფნის შესაფასებლად, სამხედრო უსაფრთხოება უზრუნველჰყოს“.

მისივე ინფორმაციით, ცენტრალური სამხედრო ოლქის ორგანოები, სამხრეთ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების ჯარებისა და ძალების ნაწილი, საჰაერო–სადესანტო ცალკეული ქვედანაყოფები, შორი და სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციის ნაწილები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილები.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.