რადას დეპუტატი: რუსეთი ევროპისთვის, NATO-სთვის და მთელი სამყაროსთვის საფრთხეს წარმოადგენს

უკრაინის პარლამენტის სპიკერის ანდრეი პარუბის თქმით, რუსეთი ევროპისთვის, NATO-სთვის და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის აგრესიის მაგალითისთვის მან 2008 წლის სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტი მოიყვანა.

უმაღლესი რადას სპიკერი აღნიშნული სიტყვით კიევში, “საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის” მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გამოვიდა.

“რუსეთი ფაქტობრივად ემუქრება ევროპას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მთელს ცივილიზებულ სამყაროს”, – აცხადებს პარუბი. მისი თქმით, ეს აგრესია სხვადასხვა სფეროებში იჩენს თავს – ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში.

“იმის გაცნობიერება, თუ რა გლობალური საფრთხე მოდის რუსეთიდან, ალბათ, ამ ჩვენი კონფერენციის მთავარი ამოცანაა. თუკი ვამბობთ, რომ ამ აგრესიის შეჩერება შევძელით, ეს უკრაინელი და ქართველი ბიჭებისა და გოგონების სიცოცხლის ფასად მოხერხდა. ბევრ ჩვენგანს ახსენდება 2008 წელი, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ დაიძრა აგრესია. სამწუხაროდ, მაშინ ამ მოვლენებს მსოფლიოსგან ადეკვატური რეაქცია არ მოჰყვა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ამ აგრესიას უფრო მეტად ადეკვატური შეფასება რომ მოჰყოლოდა, არ გაგრძელდებოდა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესია აღარ განხორციელდებოდა”, – აღნიშნავს სპიკერი.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.