რას ურჩევენ ტრამპს საქართველოზე და რატომ უზრდის ვაშინგტონი თბილისს დახმარებას

“ხმა მიაწვდინეს ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ასეთი ქმედებებით აშშ-მ შესაძლოა დაკარგოს საქართველო”

თანხები იმიტომაა გამოყოფილი, რომ საქართველოში ანტიპროპაგანდისტული ღონისძიებები იქნეს ჩატარებული და რუსეთის პროპაგანდისტული ქმედებები შეაკავოს, საუბარია 133-მლნ დოლარზე, რაც საკმაოდ სერიოზული თანხაა.” – ასე ეხმიანება “რეზონანსთან” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აშშ-ს 2020 ფისკალური წლის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზრდილია.

აშშ-ს კანონპროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოს დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა და იგი 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს. ეს კანონპროექტი ძირითადად ანტისაოკუპაციო ხასიათისაა, რომელიც მნიშვნელოვან კომპონენტებს შეიცავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

დოკუმეტი აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ მხარი არ დაუჭირონ არცერთი იმ პროგრამის დაფინანსებას, რომლებიც არღვევენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

მაისაიას აზრით, ზემოაღნიშნული კანონპროექტი და გაზრდილი დახმარება გათვალისწინებულია არასამთავრობო სექტორისთვის, მედიასაშუალებებისთვის, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ებრძვიან.

„ამერიკა ყოველ წელს ახდენს ხოლმე საგარეო დახმარებების გამოყოფას, ეს ასე ვთქვათ, ჩვეული მომენტია, ახლა უკრაინისათვის 400-მლნ-იანი პროგრამა იყო გამოყოფილი, ეს თანხები ძირითადად იმიტომაა გამოყოფილი, რომ საქართველოში ანტიპროპაგანდისტული ღონისძიებები იქნეს ჩატარებული და რუსეთის პროპაგანდისტული ქმედებები შეაკავოს, საუბარია 133 მლნ დოლარზე, რაც საკმაოდ სერიოზული თანხაა.

„ეს თანხები მოხმარდება არასამთავრობო სექტორს და მასმედიას, რომლებიც რუსეთის პროპაგანდი წინააღმდეგ გამოდიან და ამ პრობაგანდას ებრძვიან, აქ შეიძლება იყოს არამარტო ფინანსური დახმარება, არამედ გრანტებიც სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის, მაგალითად თანხები მოხმარდება ჟურნალისტებისთვის აშშ-სა ევროპის ქვეყნებში ტრენინგების და სემინარების ჩატარებას, (მეც მიწევს ვენაში ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე გამგზავრება).

„ეს თანხები შესაძლოა ასევე მოხმარდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს პროდუქციის ევროპულ ქვეყნებში გატანასთან ხელშეწყობას. შესაძლოა გარკვეული თანხები თავდაცვისუნარიანობაზე გადანაწილდეს, იგივე, შეიარაღების შეძენაზე (ამერიკულ შეიარაღებაზეა საუბარი).

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა არასამთავრობო სექტორს და აკადემიურ სექტორს დაფინანსება შეუმცირა და მისივე თქმით, ახლა როდესაც რუსული საფრთხე აშკარა გახდა, აშშ-მ ამ კუთხით მხარდაჭერა გააძლიერა.

„ბოლო პერიოდში აშშ-მა შეასუსტა ეს მიმართულება, ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო, შემცირდა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებები, ასევე, შემცირდა აკადემიური დაფინანსების თანხები, ასევე ელჩის პრობლემაც იყო, ახლა როდესაც თვალნათლივ გამოჩნდა რუსეთის ინტერესი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და კიდევ სხვა პროცესები, რუსეთის მხიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესება, ასევე რუსული რბილი ძალების გამოყენება, ქართული ფინანსურ ეკონიმიკური გაუარესებისთვის გადდგმული ეს ნაბიჯები, როგორც ჩანს აშშ-სთვის საკმაოდ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ძალები, ასევე მედია საკმაოდაა გაძლიებეული, რომლებიც ავითარებენ ანტიდასავლურ მიმართულებას. ჩემი აზრით, აშკარად შემცირდა დასავლეთის გავლენა საქართველოში, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.

„რა თქმა უნდა, აშშ-ს ისთებლიშმენტმა (მხოლოდ ადმინისტრაციაზე არაა საუბარი), კონგრესში არიან გარკვეული ჯგუფები, გავლენიანი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ლობისტები, რომლებმაც ხმა მიაწვდინეს ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ასეთი ქმედებებით ამერიკამ შესაძლოა დაკარგოს არა მხოლოდ საქართველო, არამედ თავის გავლენა შავი ზღვისპირეთის აკვატორიაში, რამაც ახალი ცივი ომის ფონზე შესაძლოა რთული კატაკლიზმები გამოიწვიოს აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ამოცანებისათვის და მიზნებისათვის.

„ეს ყველაფერი ამ დოკუმენტში საკმაოდ კარგადაა შეჯერებული და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ მალე განხორციელდება” – განაცხადა მაისაიამ.

კანონპროექტის თანახმად, „ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.”

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.