“რატომ არის აუცილებელი მოსამართლის გამოცდის გაუქმება-თუ უმრავლესობის დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, მე მოხარული ვიქნები”

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოსამართლეების გამოცდა მოიხსნება, თუმცა რატომ არის ეს აუცილებელი, ჩემ დიდ გაკვირვებას იწვევს, – ამბობს ლევან მურუსიძე.

როგორც მურუსიძემ  ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების მოხსნა აუცილებელი და მაგალითისთვის მოიყვანა ბოლო ორი გამოცდა, რომელიც იუსტიციის საბჭომ ჩაატარა:

„ჩემთვის ძალიან გასაკვირია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზენაეს სასამართლოში კანდიდატები უნდა შეირჩნენ კეთილსინდისიერებით და კომპეტენტურობით და როდესაც ადამიანებს აქვს კომპეტენციაზე პრეტენზია, ის იძახის, მე არ მინდა გამოცდის ჩაბარება. ეს უბრალოდ ჩემ დიდი გაკვირვებას იწვევს. შეხვედრაზეც დავაკონკრეტე, რომ თუ არის გამორჩეული რეპუტაციის ან კვალიფიკაციის ადამიანი, იმაზე მოვხსნათ თემა და მოვხსნათ გამოცდა, მაგრამ თუ ადამიანს აქვს პრეტენზია უზენაეს სასამართლოში მუშაობის, ელემენტარულად, გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. ეს მართალია, საბოლოოდ პარლამენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის გასაკვირია. გამოცდის წარმატებით ჩაბარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო კვალიფიკაციის დადასტურების. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამოღებული იქნება ეს ნაწილი და ისე გავა სხდომაზე დასამტკიცებლად. თუ უმრავლესობის დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, მე მოხარული ვიქნები,“- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.