რატომ არ აქვეყნებდა სტატისტიკას და რა ურთიერთობა აქვს მღებრიშვილს გახარიასთან?

შს ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, კითხვაზე, რატომ არ ქვეყნდებოდა მისი მინისტრობის დროს დანაშაულის სტატისტიკა, აცხადებს, რომ როდესაც ის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი იყო, ამ მხრივ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო.

„შემიძლია გითხრათ ის, რომ 2017 წლის დასაწყისში, მგონი თქვენს არქივებშიც მოგეპოვებათ მასალა, ჩვენ ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია გავაკეთეთ, სადაც მოწვეული იყო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები და დეტალური, მუხლობრივად ჩაშლილი სტატისტიკა წარმოვადგინეთ. ეს არ იყო გამოქვეყნება, ეს იყო პრეზენტაცია. ამის შემდგომ და მანამდეც, სამ თვეში ერთხელ საქსტატს სრული ინფორმაცია მიეწოდებოდა და საქსტატი თავის ვებგვერდზე შესაბამისად ამ ინფორმაციას აქვეყნებდა. ასე, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის ხელმისაწვდომი იყო ეს ინფორმაცია და საზოგადოებას ამ კუთხით შიმშილი არ უგრძვნია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვს შს ახალ მინისტრთან, მღებრიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„რაც შეეხება შსს მინისტრსა და ჩემს ურთიერთობას, მინდა გითხრათ, რომ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, მეგობრები ვართ და მეგობრები ვიქნებით მომავალშიც“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

წყარო: pirveliradio.ge

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.