რატომ არ ემართება მთავრობას ღორის გრიპი?!

გრიპის ვირუსის მძვინვარების ფონზე აფთიაებში შესაბამისი წამლებისა და პირბადეების დეფიციტია.

აფთიაქებში შემოტანილ პირბადეებს ხალხი დიდი რაოდენობით ყიდულობს. გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუ“-ზე ფასები გაიზარდა.

ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს და ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა აზრით ხელისუფლების ნაბიჯები გრიპთან საბრძოლველად არაადეკვატურია.

„რატომ მთავრობას არ ემართება ვირუსული გრიპი და რატომ ემართება უბრალო ხალხს? იმათ იციან კაი წამლები და ღებულობენ და  უბრალო ხალხს არ ახმარებენ, იმიტომ აძვირებენ წამლებს, რომ თვითონ მუქთად გამოვიდნენ,“- განაცხადა „კურიერთან“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.