რატომ გადაკეტეს რუსებმა ბალტიის ზღვა

რუსეთი თავის სამხედრო ფლოტს ბალტიის ზღვის გადაკეტვაში „ავარჯიშებს”. კერძოდ, სამხედრო წვრთნების „ოკეანის ფარის” სცენარი, რომელსაც რუსები ერთი კვირის განმავლობაში ატარებდნენ ბალტიის, ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვებში, სწორედ ასეთი სცენარი მუშავდებოდა. ამის შესახებ ლიეტუვას ინტერნეტ-გამოცემა „ლეტა” იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

8 აგვისტოს ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის აქტიური საჰაერო და საზღვაო ქმედებები შეამჩნა, რაც გახდა განცხადების გაკეთებისა და შეშფოთების გამოხატვის მიზეზი.

„ოკეანის ფარის” სახელით ცნობილი სწავლება პირველ აგვისტოს დაიწყო და 9-ში დასრულდა. სწავლებაში ჩართული იყო ათი ათასზე მეტი სამხედრო, დაახლოებით 50 სამხედრო და 20 დამხმარე გემი და 50-მდე საბრძოლო საფრენი აპარატი.

ლიეტუვის თვადაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებისას მიმდინარეობდა ბალტიის ზღვაში სანაოსნო გზების ბლოკირება, რისი მიზანიც ნატო-ს ძალებისათვის ბალტიის ზღვაში გადაადგილების შეზღუდვა იყო.

წვრთნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ნორვეგამაც გააკეთა. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ოპერაცია „ოკეანის ფარის” მსვლელობისას ბალტიის ზღვის გადაკეტვის სცენარის გათამაშება, შეშფოთებას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისათვის რუსეთი სამხედრო ფლოტს ასევე ბლოკირებული აქვს შავი ზღვის თითქმის მესამედი, რის გამოც შავ ზღვაზე ნაოსნობა გართულებულია.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.