რატომ თქვა ავსტრიამ უარი მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე? – მედია მიზეზებს განმარტავს

ავსტრიულ გაზეთის, Kronen Zeitung თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში შესაძლო მკურნალობას ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს მთავროვბას სურდა აისის-თან კავშირში მყოფი ტერორისტისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად ის ავსტრიაში გადაეყვანათ, თუმცა ქვეყნის შსს-მ უსაფრთხოების მიზნით პაციენტის ქვეყანაში დაშვებაზე უარი თქვა. გამოცემის ინფორმაციით, უკვე დაგეგმილი თბილისი-ვენას რეისი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა გააუქმა. გაზეთი წერს, რომ 19 წლის მაჩალიკაშვილი დაკავშირებული იყო ჩეჩენ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან, რომელიც 2016 წელს სტამბოლის აერპორტშზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.

„დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, ვინაიდან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ავსტრიაში არ ვუშვებთ, ეს სამედიცინო მკურნალობასაც ეხება“, – განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.