რატომ მალავს საქართველოს მთავრობა აშშ-ის კონგრესმენების სკანდალურ წერილს?

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი  სალომე სამადაშვილმა აშშ-ის სენატის კონგრესმენების წერილს ეხმაურება:

“გარდა ამ წერილებისა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან. ჩვენ ეს კომუნიკაცია ხელთ გვაქვს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასაჯაროოს დღეს, დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას გავაკეთებთ ჩვენ, რადგან ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდნენ, რას ფიქრობენ დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. წერილი არის მიღებული ჯერ კიდევ დეკემბერში, მაგრამ მას მალავს საქართველოს ხელისუფლება და არ ასაჯაროებენ. თუ ისინი დღის ბოლომდე არ გაასაჯაროებენ ამ წერილს, ამას გავაკეთებთ ჩვენ”

“ჩვენ ვნახეთ, რომ კონგრესიდან მორიგი კომუნიკაცია შედგა საქართველოს ხელისუფლების სახელზე, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ დღეს ქვეყანას მართავს კორუმპირებული ხელისუფლება და საუბარია, რომ ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი სანქციების რეჟიმის დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

https://paqtebi.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.