რატომ ჩაიშალა გლდანის ციხეში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულების გამოკითხვა?

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზეპარლამენტში შექმნილი დროებითი საგანოძიებო კომისიაგლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიდანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულების ზაქარია ფირცხალაძისა და გიორგიშაბურიშვილის გამოსაკითხად შევიდა. თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვაჩაიშალა.

ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს და კომისიასთან არ ითანამშრომლეს. ესგადაწყვეტილება მათ, იმით ახსნეს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი სასამართლოპროცესები და შესაძლოა მათ მიერ გაცემული ინფორმაცია მათივე წინააღმდეგ იქნესგამოყენებული.

როგორც ციხეში შესვლამდე კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ თქვა,ბრალდებულებმა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გადამალეს და კომისიისშეკითხვები სწორედ ამაზე იყო. დანაშაულის დაფარვისთვის ასევე პატიმრობაშია ხორავასქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა თენგიზ კალანდია.

საგამოძიებო კომისიის მუშაობა მოწმეების გამოკითხვების და განმარტებების მიღებისნაწილში დღევანდელი გამოკითხვებით დასრულდება. ამის შემდეგ კი კომისა უკვე დასკვნასდა სარეკომენდაციო ნაწილს მოამზადებს.

საგამოძიებო კომისიის მუშაობა უკვე ფინალურ ეტაპზეა. კომისიას გამოკითხული ჰყავს 70-ზემეტი პირი. დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებითპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. 

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შსს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2დეკემბერს გარდაიცვალა. 2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისსაქმეზე მოსამართლემ განაჩენი გაამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძისმხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდეარ გაიზიარა, თანამდებობიდან გაადადგა.  მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებებისდადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგიგახარია ხელმძღვანელობს. ამავდროულად, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებოკომისია, რომელიც 17 წევრისგან შედგება.

“იმედინიუსი”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.