„რაღაც ოთახი ჰქონიათ, სადაც ტვინს ასვენებდნენ და „გენიალურ აზრებს“ „ხარშავდნენ“

პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხული დავით ჭიჭინაძე “ქრონიკა პლიუსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ “ოცნების” საპარლამენტო ჯგუფში არსებობს ე.წ. „ლიდერშიფი“ რომლის წევრებსაც პარლამენტში კაბინეტების გარდა „ცალკე ოთახებიც“ ჰქონდათ, სადაც მისი თქმით, „გენიალურე აზრებს ხარშავდნენ“

„- ჩაკეტილი ჯგუფივით შექმნეს, „ლიდერშიფიო.“ პარლამენტში ცალკე ოთახებიც კი აიღეს, რომ დანარჩენს ხელი არ შეეშალათ.
-ამ ოთახებში შესვლა დეპუტატებს არ შეგიძლიათ?
– დეპუტატს შესვლა ყველგან შეუძლია, მაგრამ კაბინეტის გარდა ცალკე ჰქონიათ ოთახები.
– ანუ კონსპირაციული ოთახი ჰქონდათ?
– კონსპირაციული არა, მაგრამ რაღაც ოთახი ჰქონიათ, სადაც ტვინს ასვენებდნენ და „გენიალურ აზრებს“ „ხარშავდნენ.“
– კონკრეტულად, ცალკე ოთახი ვის აქვს?
-„კოლექტიურ ზარდიაშვილებს“, მაგრამ ვატყობთ, როგორი „გენიალური აზრებიც“ აქვთ – „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის ავტორიტეტი იქამდე დავიდა, რომ წასულ ადამიანებს მობრუნება მოუწია.“ – აცხადებს „ქრონიკა პლიუსთან“ ინტერვიუში დავით ჭიჭინაძე.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.