“რაც უფრო ღარიბი იქნება ქვეყანა, მით უფრო ადვილი იქნება ღირსების ყიდვა-გაყიდვა”

“რაც უფრო ღარიბი და გაჭირვებული იქნება ქვეყანა, მით უფრო ადვილი იქნება ღირსების ყიდვა-გაყიდვა, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება კორუპციის აღმოფხვრა; აქედან გამომდინარე, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ იმუშავებს წესიერად, არც კონსტიტუცია, და სახელმწიფოც იქნება ბანანის რესპუბლიკა. 
თუ ქვეყანას მთლიანად დაეუფლება და შეუზღუდავად მართავს პარაკრიმინალური კარტელი, ასეთი ქვეყანა მუდმივად და გარანტირებულად იქნება ღარიბი და გაჭირვებული. თუ ეს კარტელი არ გასამართლდა თავისი ლიდერიანად, ექსპროპრირებული არ იქნა უკანონოდ მიტაცებული ქონება, არ იქნა დამალული სახელმწიფო ბეგარა დაკისრებული და მიტაცებული ბიზნესები არ იქნა გათავისუფლებული ნორმალური ბიზნესმენებისათვის, სახელმწიფო ვერასოდეს მოითქვამს სულს და აინაზღაურებს იმ კოლოსალურ ფინანსურ დეფიციტს, რომელიც ამ ქურდების ჯიბეებში ჩაილექა და გააგრძელებს ჩალექვას.
ახლა შეგიძლიათ ეს გაიაზროთ, მერე იმ პოლიტიკანებს მოუსმინოთ, ხაზინის ქურდებზე წინასწარ ინდულგენციებს რომ გასცემენ და ადვილად გამოითვლით როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი ოჯახის შანსებს ამ ქვეყანაში”.

საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი და მწერალი, ზურაბ გურული. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.