რა აუხსნა ლორა თორნტონმა მამუკა მდინარაძეს NDI-ის კვლევებზე?

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდა და დღეს გამოქვეყნებულ კვლევებზე  ისაუბრეს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, კონსტრუქციული და საინტერესო შეხვედრა, ძალიან ღიად და გულწრფელად ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის იმ კითხვებზე  და წუხილზე, რომელიც ბატონ  მამუკას ჰქონდა  ჩვენს კვლევებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ უფრო დეტალურად და სიღრმეებში განვაგრძობთ ამ საკითხებზე საუბარს, განხილვას მომავალში. ასევე ვისაუბრეთ იმ ზოგად სირთულეზე, შეცდომებსა  თუ  გაუგებრობებზე, რაც ხშირ შემთხვევაში  ახლავს ხოლმე თან კვლევებსა და კვლევების მეთოდოლოგიას. გავაცანით მათ ჩვენი ბოლო ფოკუს-ჯგუფის კვლევის ძალიან საინტერესო შედეგები. ჩვენ გავაგრძელებთ ბატონ მამუკასთან და მის გუნდთან ახლო თანამშრომლობას.

რაც შეეხება კვლევის შედეგების ნდობას თუ არ ნდობას, უფრო ნიუანსურია ეს საკითხი და დეტალური, ვიდრე ასე მარტივად ენდობა თუ არ ენდობა ადამიანი.

ჩვენ ვიცით, რომ  სახელისუფლებო გუნდს აქვს გარკვეული კითხვები და წუხილები პოლიტიკურ  საკითხებთან, მონაცემებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენს კვლევაში ყოველთვის არის ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, ეკონომიკას, გენდერს, ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერას, რომლის შედეგები,  როგორც წესი არ იწვევს ეჭვს არავისში და ეს შედეგები  ჩვენს პარტნიორებს, ძალიან ადგებათ  ხოლმე, მათ შორის, პარლამენტში.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენ კვლევით პარტნიორზე, CRRC-საქართველოზე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ CRRC-საქართველოს NDI-ის მხრიდან სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს“, – განაცხადა ლორა თორნტონმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, NDI-ის  კვლევებთან დაკავშირებით ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ  „CRRC-საქართველო“ -ს არ ენდობა, რადგან ამ ორგანიზაციის ჩატარებული კვლევები ტენდენციურია.

https://2020news.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.