რა აღმოაჩინეს მისტიური გურჯი ხათუნის საფლავში

“მას წმინდანივით სცემდნენ პატივს მუსლიმანურ სამეფოში”

რაიონში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნაპოვნია სავარაუდოდ სულთან ალეიდინ ქეიყუბად მეორისა და მის დედის, გურჯი ხათუნად წოდებული, თამარ დედოფლის სარკოფაგები.

თანამედროვეთათვის გურჯი ხათუნის საფლავი აქამდე უცნობი იყო. ზოგი ვერსიით ის ქონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერისიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს.

ვინ იყო გურჯი ხათუნი

თამარ მეფის შვილიშვილი, თამარ ბაგარტიონი, რუსუდან დედოფლისა და არზრუმის სულთანის ტოღრილის შვილის მოლიის ედ დანის ასული იყო. იგი 1236 წელს (მე-13 საუკუნე) 13 წლის ასაკში რუმში, 17 წლის სელჯუკთა სახელგანთქმულ მბრძანებელს ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ მეორეს მიათხოვეს.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქორწინებას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, სულთანს ქართველი დიდებული ქალი უზომოდ შეუყვარდა, სწორედ მან უწოდა თამარ ბაგრატიონს გურჯი ხათუნი (ქართველი ქალბატონი).

გურჯი ხათუნი, მალევე გულით შეიყვარეს მუსლიმანურ სამეფოში, სილამაზისა და გონიერების წყალობით თამარი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

იკონიელები აღფრთოვანებული იყვნენ დედოფლის სილამაზით, განათლებით, პოლიტიკური გამჭრიახობით. ტახტზე დაბრძანებისთანავე მას გაუცია პურის გიაფების ბრძანება, უმწეოთათვის კი უფასოდ დარიგება. დაუარსებია პურის ბაზარი, რომელსაც თავად აკონტროლებდა.

გურჯი ხათუნი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში, მოლაპარკებებს აწარმოებდა უცხო ქვეყნების ელჩებთან და ბოლომდე ერთგული დარჩა ქრისტიანული რჯულის.

სულთანს გურჯი ხანუმი ყველა ცოლზე მეტად უყვარდა, სწორედ ამიტომაც სულთნის ერთ-ერთმა ცოლმა გურჯი ხათუნის მოწამვლა განიზრახა, დედოფალი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, განრისხებულმა მბრძანებელმა დამნაშავე ცოლი სიკვდილით დასაჯა.

როგორც ისტორიულ წაყროებიდან ხდება ცნობილი, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ მეორემ მოეჭრა მონეტა და მასზე თამარის სახე ამოეტვიფრა.

სიყვარულის მონეტა

სულთანას სურვილი ჰქონდა მისი ზეობის ჟამს მოჭრილ ვერცხლის მონეტაზე, მისი მეუღლის გურჯი ხათუნის სახე ამოეტვიფრა, მაგრამ, ამას კრძალავადა ისლამის რჯული. მაშინ სულთანმა ხერხს მიმართა და შექმნა ემბლემა მზე -ლომის ზოდიაქოში.

ამბობენ ეს იდეაც გურჯი ხათუნმა მიაწოდა მეუღლეს. 1236 წელს მოჭრილი მონეტით იღებს სათავეს აღმოსავლეთში გავრცელებული ემბლემა, შირ უხირშადე, მზე და ლომი. ციურის სხეულის დისკოში უმშენიერესი ქალის სახით ამოტვიფრული, რომელიც გურჯი ხათუნს ძალიან ჰგავს.

“როგორც ანკარის ნუმიზმატიკის მუზეუმის დირექტორმა მითხრა, სულთანს იმდენად უყვარდა მეუღლე, ცაში აჰყავდა და მზეში გამოხატა. მას წმინდანივით სცემდნენ პატივს მუსლიმანურ სამეფოში”- იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ისტორიკოსი გიორგი კალანდია.

მაგრამ გურჯი ხათუნის ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, დედამისის რუსუდან მეფის წყალობით. მან თამართან გააგზავნა მისი ძმის ლაშა-გიორგის შვილი დავით ულუ, რომელსაც თავის შვილის დავით ნარინის მეტოქეს ხედავდა საქართველოს ტახტზე და თამარს მისი მოკვლა უბრძანა.

თამარმა დედის მოთხოვნა არ შეასრულა, ბიძაშვილი დიდი პატივით მიიღო და პატრონობდა. განრისხებულმა რუსუდან მეფემ შვილზე შური იძია და სიძეს წერილი მისწერა, სადაც თამარს სიძვაში სდებდა ბრალს თავის ბიძაშვილთან.

გააფთრებულმა სულთანმა უსაყვარლესი მეუღლე სიკვდილის პირას მიიყვანა, თანაც ისლამის რჯულის მიღება მოსთხოვა. გურჯი ხათუნმა თავისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით ისლამის რჯული არ მიიღო და ბოლომდე ქრისტანობის ერგული დარჩა.

ამ განსაცდელის ჟამს მას გვერდში დაუდგა აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი ჯალალ ალ-დეინ რუმმი, რომელთანაც დედოფალი მეგობრობდა. სწორედ გურჯი ხათუნის დაკვეთი შექმნა რუმის პირველი პორტრეტი და აშენდა პოეტის მწვანე აკლდამა, რომელიც აღმოსავლური კულტურის უმშენიერესი ნიუმშია.

სულთანის გარდაცვალების შემდეგ, ამბობენ, რომ იგი მისმა პირველმა ვეზირმა მოწამლა, იმდროინდელი ტრადიციების მიხედვთი სულთნის ქვრივი ცოლად შეირთო პირველმა ვეზირმა ფერვინმა, მაგრამ გურჯი ხათუნს მისთვის გული არასდროს უჩვენებია.

1277 წელს მონღოლებმა ფერვანი მოკლეს. დედოფალი იძულებული გახდა ერთადერთ ვაჟთან ერთად, რომელიც სულთანთან შეეძინა, კონია დაეტოვებინა.

მაგრამ, ტარაგედია დედოფალს თან სდევდა, ნახევარძმებმა თამარისა და ხუსრევ მეორის შვილი მოაკლევინეს, რადგან იგი იყო ტახტის მემკვიდრე. შვილის სიკვდილმა დედოფალი საბოლოოდ გატეხა და ისტორიაში მისი კვალი იკარგება. ზოგი ვერსიით ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს.

“დიდ და უმცროს თამარს ბევრი რამ აქვთ საერთო, ორივეს ცხოვრება ლეგენდად არის ქცეული. მათი საფლავებიც არ არის ცნობილი, კონიაში ამბობენ, რომ გურჯი ხათუნის საფლავი არ არის ცნობილი, რადგან იგი ვარსკვლავია, ვარსკვლავს კი საფლავი რად უნდაო.

მეორე ლეგენდის თანახმად გურჯი ხათუნი ზღვის ზედაპირზე გავიდა და იბერიისკენ მიმავალ ტალღებს გაჰყვაო. მუსლიმებმა კარგად იცოდნენ ვინ იყო თამარ მეფე და მისი შვილიშვილი, ისინი თამარის სულს ხედავდნენ გურჯი ხათუნში და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენო”- წერს გიორგი კალანდია.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.