“რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, რას იგონებენ?! “

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის განხორცილების დაწყებაზე და პოექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძის დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს.

„რა ღამის ეკონომიკის სამსახური, რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, რას იგონებენ?! მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური. მორჩა და გათავდა. დილის ეკონომიკაც შედის იმაში, შუადღის ნაბახუსევზე გამოსვლაც და საღამოს დაისიც. რას იგონებენ, ეს არის ხალხის აგდება და თავის თავის აგდებაც. ღამის ცხოვრების რაიმე შემაფერხებელი თუ არსებობს, კონცეპტუალურად გაწერე. თუ რესურსი არ გყოფნის ერთჯერადი შეხვედრა გააკეთე კლუბების ხელმძღვანელებთან, დაწერე რეკომენდაციები და გამოასწორე“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა „360 გრადუსთან” ინტერვიუში.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.