რა ელის მსოფლიო ეკონომიკას 2019 წელს?

მსოფლიო ეკონომიკას ზრდა 2019 წელს შენელდება 3%-დან (6 თვის წინანდელი პროგნოზი) 2.9%-მდე, 2020 წელს კი  – 2,8%-მდე – ასეთია მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები.

რუსეთის ეკონომიკა გაიზრდება 1,5%-ით, მაშინ როდესაც წინა პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელი იყო ზრდა 1,8%-ის დონეზე.

ვარდნა შეეხება ყველა გლობალურ ბაზრებს – განვითარებულსაც და განვითარებადსაც.

„ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკების ზრდა იქნება მოსალოდნელზე დაბალი, ნედლეულის იმპორტიორ ქვეყნებში კი შენელდება. სიტუაციის გაუარესების რისკები საკმაოდ მაღალია,“ – ნათქვამია მსოფლიო ბანკის დასკვნაში.

სხვებზე მაღალი  ეკონომიკური ზრდა იქნება აზიის ქვეყნებში – საშუალოდ 7,1% ყოველწლიურად – 2019-2021 წლებში. ჩინეთის ეკონომიკა გაიზრდება 6,2%-ით, ბანგლადეშის 7%-ით, ინდოეთის – 5,2%-ით.

თუმცა, ეს, შედარებით მაღალი ციფრები, მაინც წარმოადგენს ზრდის შენელებას – გამონაკლისი იქნება მხოლოდ ინდოეთი, რომლის ეკონომიკაც უახლოესი 3 წლის მანძილზე გაიზრდება 7,5%-ით – ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ გასული 3 წლის მანძილზე ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მერყეობდა 6,7%-7,3%-ის ფარგლებში.

აშშ-ის ეკონომიკური ზრდა ასევე შემცირდება 2018 წლის 2,9%-თან შედარებით – 2019 წელს ის იქნება 2,5%, შემდეგ კი, 2020-ში –  1,7%-მდე.

ევროზონის ეკონომიკა, რომელიც 2018 წელს გაიზარდა 1,8%-ით, ხოლო 2017-ში 2,4%-ით, 2019-დან გადავა სტაგნაციის სტადიაში და გაიზრდება წლიურად მხოლოდ 1,3 – 1,6%-ით – მიიჩნევენ მსოფლიო ბანკში.

ყველაზე დიდი ვარდნა ელის თურქეთს – 2017 წელს ამ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდა 7,4%, 2019-ში კი მოსალოდნელია მხოლოდ 1,6% – თვლიან მსოფლიო ბანკის ექსპერტები.

rbc

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.