რა ეტაპების გავლაა საჭირო უვიზოდ მოგზაურობისთვის

ევროპარლამენტში საბოლოო კენჭისყრის შემდეგ საქართველოს რამდენიმე ფორმალობის გავლა მოუწევს, რის შემდეგაც მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი მოგზაურობისათვის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევა საზღვრის კვეთისას მესაზღვრისათვის წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდა.

მოქალაქეები, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტის მფლობელები არ არიან, ისინი ევროპის ქვეყნებში ვიზის გარეშე ვერ შევლენ. განსხვავება ბიომეტრიულსა და არაბიომეტრიულ პასპორტებს შორის მეხსიერების ბარათია, სადაც მოქალაქის პირადი ინფორმაცია ინახება.

ტურისტისთვის ტურისტული კომპანია დაზღვევასაც უზრუნველყოფს, რის გამოც, დროის დაზოგვაც ხერხდება.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.