რა ზიანი მიაყენა თბილისს რამდენიმე საათიანმა ქარმა?

საგანგებო სიტუაციების მმართვის სააგენტოს ინფორმაციით, 9 მარტს 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით სტიქიის შედეგად დაზიანდა, თბილისი – 54 საცხოვრებელი სახლი; 68 -ხე; 7 – გარე განათების ბოძი ; 43 -ელექტრო სადენი; 6 – ავტომანქანა; 5 – გაზის ცენტრალური მილი; 6- სარეკლამო ბანერი.

შიდა ქართლი – დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი.

აჭარა – დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი;

იმერეთი -სამტრედია სოფ. საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი;

სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტია სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია;

მცხეთა-მთიანეთი – მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.

წყარო: alia.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.