რა თანხას ხარჯავენ საწვავში სამინისტროები და პარლამენტი – გაღატაკებული ხალხის ხელისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამთავრობო სტრუქტურებს შორის, საწვავზე ყველაზე მეტი თანხა პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა დახარჯეს.

კერძოდ, როგორც ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებში ვკითხულობ, 2019 წლის 6 თვეში საკანონმდელო ორგანომ 410 840 ლარის საწვავი მოიხმარა.

ამასთან, საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია: მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შიგანაგან საქმეთა, განათლების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. აუდიტის სამსახურის განმარტებით, მათი უწყება წერილობითი სახით ყველა სამინისტროსგან გამოითხოვს მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, იმ უწყებებს, რომელთა მონაცემებიც “ბიუჯეტის მონიტორზე” არ არის გამოქვეყნებული, ინფორმაცია ჯერ არ აქვთ წარმოდგენილი. მათივე ცნობით, აუდიტის სამსახური მონაცემებს მიღებისთანავე განაახლებს.

რაც შეეხება სხვა სამთავრობო უწყებების მიერ საწვავში დახარჯულ თანხას, ასე გამოიყურება:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 410, 840 ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 37, 759 ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 99, 401 ლარი
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 153, 046 ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო – 187, 458 ლარი
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტრო – 127, 109 ლარი.

bpn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.