რა თანხას ხარჯავს თითო ტურისტი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

2012-2017 წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა, თითო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა, მცირედით $ 318.6-დან $364.2-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Forbs-ის ქართული გამოცემა წერს და იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც ტურისტები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ.

ამ მაჩვენებლით, საქართველო ჩამოუვარდება მის მსგავს ეკონომიკებს, სადაც თითო ვიზიტზე ტურისტის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ $500-800-ს შეადგენს.

მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებით კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თითო ტურისტის მიერ დახარჯული თანხის მოცულობა საშუალოდ შემდეგია:

უნგრეთი – $1400

აზერბაიჯანი – $1400

თურქეთი – $900

კვიპროსი – $900

სომხეთი – $750

ჩეხეთი – $750

ლატვია – $700

პოლონეთი – $650

საბერძნეთი – $600

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი არ არის ქვეყნის მშპ-ში, მისი წილი 15%-ს აღემატება (2016 წელი). მონტენეგროში ტურიზმის წილით საქართველო უსწრებს მაგალითად საბერძნეთს, სადაც ეს მაჩვენებელი 8%-ზე დაბალია.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.